"ოლიმპმა" ოთხი კალათბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე სატრანსფერო მოვლენებს "ციებ-ცხელებას" ვერ დავარქმევთ, მაგრამ სუპერლიგის გუნდები კალათბურთელთა შემატებაზე უკვე მუშაობენ.

1 აგვისტოს "ოლიმპის" სიახლეებზე მოგახსენებთ.

ამ გუნდში ივნისში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - გია კაზანჯიანის ნაცვლად დავით თორთლაძე გაწვრთნის.

როგორც ახალმა დამრიგებელმა გვითხრა, მის ასისტენტად გიორგი მარხვაშვილი იმუშავებს, ხოლო "ოლიმპის" 20-წლამდელთა გუნდს ზაზა ცაგარეიშვილი გაუძღვება.

დავით თორთლაძესთან ინტერვიუ სატრანსფერო სიახლეებით დავიწყეთ.

- გუნდში ოთხი ახალწვეულია: ცენტრები რიჩარდ მათიაშვილი (გასულ სეზონში "ქუთაისში" თამაშობდა), რეზო ათანელიშვილი ("რუსთავი"), ფორვარდი დავით ხიზანიშვილი (თსუ) და უკანახაზელი ლაშა ფარღალავა ("არმია").

- ძველი შემადგენლობიდან
ვინ დარჩა?
- ტატო თავართქილაძე, ნოდარ თენიეშვილი, ირაკლი მიქელაძე და გიორგი გულისაბედაშვილი. ამჟამად "ოლიმპში" რვა კალათბურთელი ვარჯიშობს, თუმცა, ცხადია, კიდევ ვაპირებთ დამატებას.

- უცხოელების ჩამოყვანა არ იგეგმება?
- არა. ამის საშუალებას ბიუჯეტი არ მოგვცემს. აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. ჩამოთვლილ რვა მოთამაშეს სწორედ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები დაემატებიან.

- მიშა ბერიშვილი "არმიაში" გადავიდა, ლევან ფაცაცია?
- ლევანის საკითხი ღიადაა. ჯარ არაფერია გარკვეული.

- სუპერლიგაში რა მიზნებს დაისახავთ?
- წინასწარ ძნელია კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკი. ზოგადად კი იმის თქმა შეიძლება, რომ საკლუბო სისტემის ჩამოყალიბებას ვაპირებთ, რომელიც ერთი-ორი გუნდით არ შემოიფარგლება.

- "ოლიმპი" ვარჯიშს უკვე შეუდგა?
- ფიზმომზადებას სტადიონზე გავდივართ, თუმცა დარბაზშიც ვვარჯიშობთ - სპორტკომპლექს "არენაში". კალათბურთელებთან კონტრაქტები პირველი აგვისტოდან გაფორმდება. ვიმედოვნებთ, რომ მალე სხვა კალათბურთელებსაც დავიმატებთ და წვრთნას სრული შემადგენლობით განვაგრძობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გრიშა ალბათ ინვესტიცია სჯობს არა უცხოელ მოთამაშეებში არამედ ზოგადად ქართული კალათბურთის განვითარებაში ჩავდოთ. ძალიან ბევრი კარგი კალათბურთელი გვყავს რომელთაც კვალიფიციური მწვრთნელები აკლიათ. დღეს საქართველოში კალათბურთელების კი არა მწვრთნელების პრობლემა და დეფიციტია რომელსაც არავინ ყურადღებას არ აქცევს....
nini
19:31 02-08-2013
0
როდის ეშველება ამ საცოდავებს მაინტერესებს. რროდის უნდა მორჩეს ერთი და იგივე კალათბურთელების აქეთ იქეთ გადაყვანა გადმოყვანა? დღეს ერთგან არიან და გუნდი ფაფხურობს, ხვალ მეორეგან და ახლა ის გაფაფხურდება და ასე დაუსრულებლად. იქნება ამ ბიზნესმა ამ კალათბურთისთვისაც მოიცალოს და ინვესტიციები ჩაიდოს რომ ჩემპიონატის გაძლიერება მოხდეს უცხოელი, მაღალი კლასის კალათბურთელებით
grisha
17:00 01-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული