სუპერლიგა. X ტური: "ქუთაისმა" ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
გუშინ, 12 დეკემბერს, საქართველოს სუპერლიგის 4 შეხვედრა გაიმართა.

ცხრილის სათავეში მყოფმა "სოხუმმა" "ოლიმპი" მიიღო და 1 ქულით დამარცხდა, რითაც ცხრილში პირველობა დათმო - 69:70.

"სოხუმის" მარცხით ისარგებლა მათმა მდევარმა "ქუთაისმა", რომელმაც ჩემპიონატის ბოლოადგილოსან "აკადემიას" ოვერტაიმში 6 ქულით მოუგო და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა - 76:70.

დაძაბული შეხვედრა შედგა "მგზავრებსა" და "ბათუმს" შორის. "მგზავრებმა" ბათუმელები 1 ქულის სხვაობით დაამარცხეს და მე-6 პოზიციაზე აინაცვლეს - 74:73.

მეოთხე შეხვედრაში "დინამომ" "რუსთავს" უმასპინძლა და 86:75 დაამარცხა, რითაც 14 ქულა მოიგროვა და ცხრილში მე-5 ადგილზეა.

სატურნირო ცხრილს სათავეში 17 ქულით ქუთაისელები უდგანან, რომლებსაც მეორე ადგილოსანი "სოხუმი" ერთი, ხოლო მესამე ადგილოსანი "ბათუმი" ორი ქულით ჩამორჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული