"ბათუმი" "რუსთავს" ესტუმრა და მეტოქე 75:65 დაამარცხა, რითაც 19 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
თბილისის "დინამო" აუტსაიდერ "აკადემიას" დაუპირისპირდა და 30 ქულის სხვაობით მოუგო - 85:55.
ტურის მესამე შეხვედრაში კი ერთმანეთს "მგზავრები" და "ოლიმპი" დაუპირისპირდა. "მგზავრებმა" მეტოქე 4-ქულიანი სხვაობით, 70:66 დაამარცხეს.