საქართველოს სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი: ხმის მიცემა დაიწყო

AutoSharing Option
23 იანვარს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია გაიმართება, რომელშიც საკალათბურთო სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას.

ტრადიციულად, მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. ერთმანეთს თბილისისა და რეგიონის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ გახლავთ და მას ყოველთვის ახლავს შოუს ელემენტები. 2016 წლის "ოლ სტარში" სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით იქნება ცნობილი ქართველი მომღერალი ბერა, რომელიც აუდიტორიის წინაშე თავისი შემოქმედებით წარდგება.

სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა 12 იანვარს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება მისთვის სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის
მიცემა (იხილეთ ბმული).

გამოკითხვა 22 იანვარს, 12:00 საათზე დასრულდება. გუნდების სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრების მიერ შეირჩევა - 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი თითოეული გუნდიდან. "ოლ სტარის" მონაწილე გუნდების დარჩენილ 7-7 სათადარიგო კალათბურთელს კი მწვრთნელები შეარჩევენ.

"რეგიონის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნება, ხოლო "თბილისს" დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს. "ოლ სტარში" მწვრთნელები სუპერლიგის ცხრილის საწყისი 2 წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდებიდან - "ბათუმიდან" და "ქუთაისიდან" შეირჩნენ.

"ყველა ვარსკვლავის"  მატჩთან ერთად თბილისის ახალ სპორტის სასახლეში "ოლ სტარის" თანმდევი კონკურსები გაიმართება სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის სამქულიანების მსროლელი საუკეთესო 6 კალათბურთელი და გასული "ოლ სტარის" ანალოგიური კონკურსის გამარჯვებული აკაკი ლომოური მიიღებენ. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გუნდები
თბილისი
უკანა ხაზი
ნოდარ გოგოძე (დინამო)
ჯერემი ბაინუმი (ოლიმპი)
რევაზ როგავა (ოლიმპი)
კაშიმ რენსომი (მგზავრები)
ემერსონ მარეი (აკადემია)
ებრიუ მაკალპი (დინამო)
ლევან გრძელიძე (მგზავრები)

ფორვარდები
მიხეილ ბერიშვილი (დინამო)
კახა ჯინჭარაძე (მგზავრები)
ავთანდილ ლომინაშვილი (მგზავრები)
გიორგი ორმოცაძე (მგზავრები)
მორის ბრიგსი (აკადემია)
გიორგი ცირეკიძე (მგზავრები)
გრიგოლ შვანგირაძე (დინამო)
კახა ტომარაძე (ოლიმპი)

ცენტრები
გიორგი შარაბიძე (დინამო)
ილია ლონდარიძე (დინამო)
რეჯინალდ მერფი (მგზავრები)

რეგიონი
უკანა ხაზი
ლაშა გამყრელიძე (რუსთავი)
მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
ფილიპ მილერი (სოხუმი)
გივი ბაქრაძე (სოხუმი)
ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
ლევან ცეკვავა (ქუთაისი)
ირაკლი მიქელაძე (ბათუმი)
ნიკა რამიშვილი (ბათუმი)

ფორვარდები
ბესიკ ლეჟავა (ბათუმი)
მიხეილ ჭოჭუა (რუსთავი)
ნიკოლა გაჩეშა (რუსთავი)
იგორ კრივცოვი (ბათუმი)
ლეონიდ სტეპანიშინი (ბათუმი)
მეთიუ გლოვერი (სოხუმი)
ლევან ფაცაცია (სოხუმი)
გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი)

ცენტრები
კაელ ტურპინი (რუსთავი)
აკაკი დვალიშვილი (ბათუმი)
გიორგი ჯგერენაია (სოხუმი)
სერგო ათუაშვილი (სოხუმი)
რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
ბექა ბექაური (ქუთაისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული