საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩინურ კლუბ "ლიონინგს" შეხვდა და 6 ქულით - 89:95 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ უხვქულიანი და სწრაფი გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა.

"ლიონინგი" საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩინეთის გასულ ჩემპიონატში ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ "შიანჟანგთან" დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა აკაკი დვალიშვილი, 20 ქულა დააგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო სერგო ათუაშვილის ანგ
არიშზე 16 ქულა დაგროვდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის მსვლელობისას არ იწარმოებოდა სტატისტიკა, შესაბამისად, არ არის ინფორმაცია სხვა სტატისტიკურ მონაცემებზე - მოხსნებე, ჩაჭრებზე, პასებზე და ასე შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული