საქართველოს ნაკრები I ტაიმის შემდეგ ჩეხეთთან აგებს

AutoSharing Option
8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მე-4 ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა აქამდე ევროპის ჩემპიონატზე 1 შეხვედრა მოიგო და 2-ში დამარცხდა.

ქართველთათვის სტარტი ძალიან ცუდი გამოდგა - პირველი მეოთხედი ჩვენებურებმა 15:26 წააგეს.

ასევე ცუდად განვითარდა მოვლენები მეორე მეოთხედში, რომელიც 20:28 დავთმეთ.

გუნდები შესვენებაზე ჩეხთა 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 35:54.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები 8-8 ქულით გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე არიან, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 7 ქულაა, მანუჩარ მარკოიშვილის - 5.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული