იგორ კოკოშკოვის გუნდმა აქამდე ევროპის ჩემპიონატზე 1 შეხვედრა მოიგო და 2-ში დამარცხდა.
ქართველთათვის სტარტი ძალიან ცუდი გამოდგა - პირველი მეოთხედი ჩვენებურებმა 15:26 წააგეს.
ასევე ცუდად განვითარდა მოვლენები მეორე მეოთხედში, რომელიც 20:28 დავთმეთ.
გუნდები შესვენებაზე ჩეხთა 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 35:54.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები 8-8 ქულით გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე არიან, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 7 ქულაა, მანუჩარ მარკოიშვილის - 5.