იგორ კოკოშკოვის გუნდმა მანამდე ევროპის ჩემპიონატზე 1 შეხვედრა მოიგო და 2-ში დამარცხდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების შესრულებით ყველაზე სუსტი აღმოჩნდა.
ქართველთათვის სტარტი ძალიან ცუდი გამოდგა - პირველი მეოთხედი ჩვენებურებმა 15:26 წააგეს.
ასევე ცუდად განვითარდა მოვლენები მეორე მეოთხედში, რომელიც 20:28 დავთმეთ.
გუნდები შესვენებაზე ჩეხთა 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 35:54.
მესამე პერიოდი შედარებით თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა - 19:21.
ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები 20-20 ქულით გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი იყვნენ. 18 ქულა დააგროვა გიორგი შერმადინმა.
გამარჯვებულთა რიგებში 27 ქულა იან ვესელის ანგარიშზეა.
9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას გამართავს ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრებთან.