როგორც მოსალოდნელი იყო, სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტი ლიტველი მოხვდა, ქართველებსა და რუსებს თითო წარმომადგენელი გვყავს.
რაც შეეხება 12-კაციან შემადგენლობას, იქ სამი ქართველია - ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი. ასევე სამია რუსი, ხოლო ლიტველი - ოთხი.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ მოროზს საქმე ასარჩევად ნამდვილად ჰქონდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე პოსტსაბჭოეთიდან საქართველო, ლიტვა, ლატვია, უკრანია და რუსეთი
დროა, გავეცნოთ სიმბოლურ ხუთეულს თავისი შეფასებებით.
გამთამაშებელი
მანტას კალნიეტისი (ლიტვა)
კალნიეტისმა ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი დიდი წვლილია, გუნდი ფინალში რომ გავიდა. მანტასი საშუალოდ 5.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ამ მაჩვენებლით ევრობასკეტზე მესამეა (მეორეა გიორგი ცინცაძე - 5.8 პასი). შეცდომები ცოტა აქვს - 2.4.
მსროლელი
ალექსეი შვედი (რუსეთი)
შვედი ერთადერთი იყო რუსეთის ნაკრებში, რომელსაც შეეძლო შეტევისთვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნა, როგორც თავისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. იგი საშუალოდ 16.4 ქულასა და 4.8 პასს აგროვებდა.
მსუბუქი ფორვარდი
ვიქტორ სანიკიძე (საქართველო)
საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა და გამოსვლა პირველ ეტაპზე დაასრულა. თუმცა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ კავკასიელთა გუნდში რამდენიმე სახელოვანი კალათბურთელი იყო. ერთ-ერთია ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ევრობასკეტზე საშუალოდ 14.6 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა. ამასთან, თამაშიდან 45.6-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა, ხოლო სამქულიანებს - 37-პროცენტიანით.
ვიქტორს დაყენებული სროლა აქვს, კარგად ატარებს ბურთს და ფარქვეშ ისე იბრძვის, როგორც მაღალი დონის მეფარეებს შეშვენით. მან ევრობასკეტზე დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოქცეულა "სან ანტონიოს" სკაუტების თვალთახედვის არეალში.
სანიკიძემ თამაშით დაგვანახვა, რომ ღირსეული ადგილი ეკუთვნის როგორც იტალიურ "მონტეპასკიში", ასევე ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში.
მძიმე ფორვარდი
ლინას კლეიზა (ლიტვა)
შეიძლება იკითხოთ, რით დაიმსახურა კლეიზამ ვირტუალურ ნაკრებში მოხვედრა? იმასაც გაიხსენებთ, რომ იგი ხშირად იღებს თამაშს საკუთარ თავზე და ზოგჯერ ამლაშებს კიდეც.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა კლეიზა, ლიტვა არათუ ფინალში, მეორე რაუნდშიც ვერ გავიდოდა. მან ბოლო წამებზე ორი სამქულიანით ბოსნიასთან თამაშიც შემოატრიალა და მეორე ეტაპიდან მთლიანად ლიტვის ნაკრების თამაშიც.
ცენტრი
იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)
იონასი საშუალოდ 18 წუთში 8.7 ქულასა და 6.6 მოხსნას აგროვებს. იგი შეჯიბრების ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად უნდა მივიჩნიოთ. მზარდი კალათბურთელია.
სათადარიგოები
გიორგი ცინცაძე (საქართველო), გიორგი შერმადინი (საქართველო), ვიტალი ფრიძონი (რუსეთი), სერგეი მონია (რუსეთი), კრისტაპს იანიჩენოკსი (ლატვია), სერგეი გლადირი (ყკრაინა), დარიუშ ლავრინოვიჩი (ლიტვა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მძიმე ფორვარდი