ოფიციალურად: იგორ კოკოშკოვი "იუტა ჯაზს" გაწვრთნის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი "იუტა ჯაზში" იმუშავებს. ბოლო გუნდი, სადაც კოკოშკოვი მოღვაწეობდა, "ორლანდო მეჯიქი" იყო.

"იუტა ჯაზმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კოკოშკოვი მთავარი მწვრთნელის, ქუინ სნაიდერის ასისტენტი იქნება და "ჯაზმენების" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

სნაიდერსა და კოკოშკოვს თანამშრომლობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდათ. სერბი სპეციალისტი ქუინ სნაიდერის ასისტენტი ამერიკის სტუდენტური ლიგის გათამაშებაში მისურის უნივერსიტეტში იყო.

მე-15 წელია, კოკოშკოვი NBA-ს გუნდებში მოღვაწეობს. მისი ამერიკული კარიერა 2000 წელს "ლოს ანჯელეს კლიპერსში" დაიწყო. 2008 წლიდან კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს და მის ხელში ქართველებმა ჯერ
"ა" დივიზიონში აინაცვლეს, შემდეგ კი ზედიზედ სამჯერ მოახერხეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე იგორ,გფარავდეს ღმერთი,მხოლოდ წინ!
dato
13:03 03-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული