ევრობასკეტი 2015. მეტოქე სლოვენია: რევანში გვინდა!

AutoSharing Option
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქე სლოვენიაა. ეს ნაკრები ევროპირველობებზე ჩვენი გუნდის თანამგზავრია. 2011 წელს 87:75 დაგვამარცხა, ხოლო 2013-ში - 72:68. მეორე შემთხვევაში სლოვენიელები ევრობასკეტის მასპინძლები იყვნენ და ბოლო წამებზე მატჩის ბედის გადაწყვეტისას დიდი როლი ითამაშა მსაჯების სიმპათიებმა.

ეს არ დავიწყებიათ ქართველ კალათბურთელებს და რევანშისთვის ემზადებიან.

სხვათა შორის, 2011 და 2013 წლების ევროპის ჩემპიონატებზე სლოვენიისთვის იოლი სულაც არ იყო საქართველოს ნაკრების ზონური დაცვის გადალახვა. იმედი დავიტოვოთ, არც 2015 წელს შეიცვლება რამე, თუმცა სლოვენიელებთან წინა ორ ევრობასკეტზე წაგებებისგან სწორი
დასკვნები უნდა გამოვიტანოთ - ორივე შემთხვევაში სამქულიანებით მოგვიგეს. ფარქვეშ კი უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

სლოვენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურე ჟდოვცმა საევრობასკეტე შემადგენლობა გამოაცხადა, თუმცა მასში უკვე მოუწია სერიოზული ცვლილებების განხორციელებამ.

გორანი
დავიწყოთ სლოვენიელთა მთავარი იმედით გორან დრაგიჩით. "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავს სადღეისოდ საკონტრაქტო საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი ფლორიდულ კლუბში დარჩება, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.

გორანს ნაკრებში ვერჩასვლის სხვა მიზეზი აქვს: მისი მეუღლე ბავშვს სწორედ ევრობასკეტის პერიოდში ელოდება და კალათბურთელს სურს ასეთ დროს ოჯახთან იყოს. თუმცა სლოვენიელი ჟურნალისტები იმედს მაინც არ კარგავენ, რომ გორან დრაგიჩი გუნდს სექტემბერში დაეხმარება.

სამმა კალათბურთელმა, გასპერ ვიდმარმა, ზორან დრაგიჩმა და ალენ ომიჩმა მწვრთნელისგან ნებართვა აიღეს და სლოვენიის ნაკრებს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდებიან.

ჩვენი 6 სექტემბრის მეტოქე შეკრებას 18 ივლისს დაიწყებს. გუნდში თავიდან 15 კალათბურთელი შეუდგება ვარჯიშს, შემდეგ მათ ზემოთ ნახსენები ტრიოც შეუერთდება.

ბრაიანტი
...15-ით დაიწყებენო კი დავწერეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ეს რიცხვი ერთით ნაკლები იქნება. საქმე ის არის, რომ განაცხადში შეყვანილ ამერიკელ ბრაიანტ დანსტონს სლოვენიის მოქალაქეობა არ მიუღია. მისთვის სლოვენიის პასპორტის გაცემის თხოვნა კალათბურთის ფედერაციამ მთავრობას უკვე გაუგზავნა და ჯერაც პასუხს ელის.

სლოვენიური მედიის თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ კანონმდებლობის მიხედვით სლოვენიის მოქალაქის პასპორტის მიღება ვისაც სურს, მინიმუმ ერთი წელი ამ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს გატარებული. დანსტონი კი იმ დონის კალათბურთელია, ევროპის წამყვანი კლუბების ფორმით ევროლიგაზე ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

იგი ორი წლის წინათ საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" გიორგი შერმადინის გვერდით გამოდიოდა. ამ ზაფხულს კი თურქულ "ეფესთან" გააფორმა კონტრაქტი.

დანსტონის შესახებ გიორგი შერმადინს ვკითხეთ...

- იგი გუნდური ტიპის მოთამაშეა. ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო კალათბურთელია, მოძრავია, ღონიერი. თუმცა, თუ პასპორტს მიიღებს, არა მგონია, სლოვენიის სასარგებლოდ მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

ბოისას თვალით
სლოვენიის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას, რომელიც წლების განმავლობაში ლიუბლიანას "ოლიმპიას" ღირსებას იცავდა.

"სლოვენიელებს ევროპაზე მესამედ ვეთამაშებით. ჩემი აზრით, ეს ზედმეტია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მეტოქეს ჩვენთან შედარებით დიდი უპირატესობა ექნება: მატჩი ზაგრების 16-ათასიან არენაზე გაიმართება და წინასწარ ვიცი, რომ სლოვენიელებით პირამდე გაივსება, რადგან მათი ქვეყანა ხორვატიის მეზობელია.

სლოვენიელებს NBA-ს მასშტაბის უკანახაზელები ჰყავთ - ზორან და გორან დრაგიჩები. მათ დავუმატოთ კარგი ფორვარდები, წინახაზელები და თანაბრად დაბალანსებულ გუნდს ვღებულობთ, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის საფუძვილანი პრეტენზია ექნება.

სლოვენიელთა კიდევ ერთი უპირატესობა: შემადგენლობაში ბევრი კარგი კალათბურთელია და წინასწარ არავინ იცის, ვინ მოხვდება ხუთეულში".

ისევე როგორც ქართველი კალათბურთელები, ვლადიმერ ბოისაც მიიჩნევს, რომ სლოვენიის ძლევა რეალურია:

"მწვანეებთან" ორჯერ წავაგეთ, იმედი მაქვს მესამედ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი საკალათბურთო პიკს სწორედ 2015 წელს მიაღწევს და სწორედ ამ ევრობასკეტზე უნდა უჩვენოს რა შეუძლია.

ჩემი აზრით, ბევრი შეუძლია. ეგებ, სლოვენიელებით დარბაზის გადაჭედვაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ - თუ თავიდანვე კარგად დავიწყეთ, შესაძლოა დარბაზის მხარდაჭერა მეტოქისთვის ერთგვარ ზეწოლად იქცეს".

ჟდოვცის აზრით
სლოვენიის ნაკრების თავკაც იურე ჟდოვცს მოვუსმინოთ:

"ყველა მეტოქეს კარგად ვიცნობთ, გარდა ერთისა - ჰოლანდიასთან ბოლო წლებში არ გვითამაშია. პირველი ადგილისთვის სლოვენია, ხორვატია და საბერძნეთი ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება საქართველოს, თუ ხორვატიაში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვა, შეიძლება ევრობასკეტის სიურპრიზად იქცეს".

სლოვენია
ფიბა-ს რეიტინგი: 13
ფიბა-ს წევრი: 1992 წლიდან
მწვრთნელი: იურე ჟდოვეცი
მეტსახელი: გმირები.

ნაკრები
მოთამაშე სმ ამპლუა დაბ. გუნდი
იურე ბალაჟიჩი 204 ფორვარდი 1980 ისტანბული (თურქეთი)
იაკა ბლაჟიჩი 196 უკანახაზელი 1990 ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ჟიგა დიმეჩი 211 ცენტრი 1993 როგასკა (სლოვენია)
ზორან დრაგიჩი 196 უკანახაზელი 1989 მაიამი (NBA)
ნებოისა იოკსიმოვიჩი 193 უკანახაზელი 1981 კრკა (სლოვენია)
ბრაიანტ დანსტონი 203 ცენტრი 1986 ეფესი (თურქეთი)
იაკა კლობუჩარი 198 უკანახაზელი 1987 ულმი (გერმანია)
ალენ ომიჩი 217 ცენტრი 1992 ოლიმპია (სლოვენია)
კლემენ პრეპელიჩი 191 უკანახაზელი 1992 ოლიმპია (სლოვენია)
უროშ სლოკარი 210 ცენტრი 1983 ესტუდიანტესი (ესპანეთი)
გასპერ ვიდმარი 211 ცენტრი 1987 დარუშაფაკა (თურქეთი)
მიჰა ლაპორნიკი 192 უკანახაზელი 1993 ზლატოროგი (სლოვენია)
ბლაჟ მაჰკოვიჩი 183 უკანახაზელი 1983 ოლიმპია (სლოვენია)
მატია ნიკოლიჩი 200 ფორვარდი 1991 პრაღა (ჩეხეთი)
ლუკა რუპნიკი 185 უკანახაზელი 1993 ოლიმპია (სლოვენია)
ბობან ტომიჩი 190 უკანახაზელი 1988 გროსბასკეტი (სლოვენია)
ლუკა ვონჩინა 191 უკანახაზელი 1991 ჰელიოსი (სლოვენია)
საშა ზაგორაჩი 205 ფორვარდი 1984 ზლატოროგი (სლოვენია).

ურთიერთდაპირპირება
ევრობასკეტი-2013. ფინალური ეტაპი
07.09.2013
სლოვენია-საქართველო 72:68
13:19, 31:13, 10:14, 18:22
საქართველო: ცინცაძე (36წთ, 10ქ, 6პ), მარკოიშვილი (35წთ, 10ქ, 5მ, 3პ), ფაცაცია (16წთ, 2ქ, 3მ), სანიკიძე (37წთ, 17ქ, 13მ) შერმადინი (29წთ, 7ქ, 5მ), ბურჯანაძე (3წთ), ჰიკმანი (29წთ, 19ქ, 7მ, 2ჩ), ლეჟავა (4წთ, 2ქ), ცქიტიშვილი (11წთ, 1ქ, 4მ)

ევრობასკეტი-2011. ფინალური ეტაპი
03.09.2011
სლოვენია-საქართველო 87:75
15:25, 25:15, 19:18, 28:17
საქართველო: ვ. ბოისა (19წთ, 3ქ, 5მ), ფაჩულია (31წთ, 22ქ), ცინცაძე (23წთ, 5ქ, 6მ, 6პ), მარკოიშვილი (30წთ, 16ქ), სანიკიძე (33წთ, 10ქ, 3მ), გამყრელიძე (17წთ, 6ქ), შერმადინი (9წთ, 3მ), ჰეინსი (10წთ, 6ქ), შენგელია (18წთ, 6ქ, 7მ, 3პ), ცქიტიშვილი (10წთ, 1ქ).

ამხანაგური
25.07.2014
სლოვენია-საქართველო 95:68

ევრობასკეტი 2015
06.09.2015 საქართველო-სლოვენია

სლოვენიის ნაკრების ისტორია
სეზონი შეჯიბრება ადგილი თ მ წ ქულები
2013 ევრობასკეტი 5 11 7 4 73.0/71.5
2011 ევრობასკეტი 7 11 6 5 68.6/68.5
2009 ევრობასკეტი 4 9 6 3 75.2/69.0
2007 ევრობასკეტი 7 9 6 3 69.4/63.3
2005 ევრობასკეტი 6 12 9 3 75.4/69.1
2003 ევრობასკეტი 10 14 9 5 81.0/76.1
2001 ევრობასკეტი 15 13 10 3 83.5/73.2
1999 ევრობასკეტი 10 16 11 5 75.9/69.8
1997 ევრობასკეტი 14 15 8 7 74.5/68.5
1995 ევრობასკეტი 12 12 7 5 89.0/80.8
1993 ევრობასკეტი 14 3 1 2 66.0/74.7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭები კი მაგრამ .... ტრენერით ვერაფერს ვერ იზამენ
0
მაგრები ხართ ბიჭებო ვიცით რომ გაგვახარებთ
jano
16:47 11-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული