საქართველოს ნაკრების კალათბურთელი "ანდორაში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი კარიერას "ანდორაში" გააგრძელებს.

შერმადინმა ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სლოვენიაში, სანაკრებო შეკრებაზე ყოფნისას ჩემმა მენეჯერმა ლევან მიქელაძემ დამირეკა და მითხრა, რომ "ანდორას" ხელმძღვანელობას ჩემი გადაყვანის სურვილი ჰქონდა. ლევანს საკუთარი მოსაზრებაც გავანდე - ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი მეც მაქვს-მეთქი. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდა და ერთწლიანი კონტრაქტიც გავაფორმე", - თქვა შერმადინმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი აქამდე იტალიურ "კანტუში" ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული