საფრანგეთი-საქართველო 95:53 - ჭიდილი ვარსკლავებთან

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ რუანის გადავსებულ, 6000-იან "კინდარენაზე" ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან დიდი ანგარიშით წააგო.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ფრანგებთან ნორმალური პირველი ტაიმი ჩაატარა და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 9 ქულას აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ზომაზე მეტი შეცდომა დაუშვა და ზედიზედ წაგებილი მესამე (9:30) და მეოთხე (12:24) პერიოდების შემდეგ მატჩი 53:95 დათმო.

ფრანგებს ევროპის ჩემპიონი გუნდი ჰყავთ და ახლაც მხოლოდ პირველობას გეგმავენ. ძნელი სავარაუდოა, ამაში მათ რომელიმე ევროპულმა ნაკრებმა ხელი შეუშალოს, იმდენად ძლიერი და დიდი პოტენციალის მქონეა საფრანგეთის ნაკრები. ყველა
რგოლში დაბალანსებული შემდგენლობით ფრანგები ახერხებენ იმას, რომ თუნდაც საქართველოს დარ ნაკრებს პერიოდი 30:9 მოუგონ. გამართული, მჭიდრო დაცვა და სწრაფი შეტევა, ამას დამატებული სროლათა მაღალი შედეგიანობა. ვინსენ კოლიეს გუნდი უნაკლოდ გამოიყურებოდა და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწია.

ტონი პარკერი, ნიკოლას ბატუმი, ნანდო დე კოლო, ბორის დიაო და რუდი გობე - მოსკოვის ცეესკელი დე კოლოს გარდა ფრანგთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრი ნბა-ში თამაშობს და თავის გუნდში უბრალო როლს კი არ ასრულებს, წამყვანი კალათბურთელია. ამათ შორის ყველაზე უცხო რუდი გობეა, რომელსაც მსოფლიო ჯერ იმიტომ არ იცნობს, რომ ახალგაზრდაა და ნბა-ში, კერძოდ კი "იუტა ჯაზში" სახელს ეხლა იხვეჭს.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, საკითხავი ჩვენი ნაკრები და მის წევრთა სპორტული ფორმაა.

ძნელია ისაუბრო სპორტულ ფორმაზე, როცა ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო დონის ვარსკვალების წინააღმდეგ უწევთ თამაში. როცა შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდათ, ქართველებმა მატჩის მოგება შესძლეს - შეგახსენებთ, რუანის ტურნირის პირველი მატჩი კოკოშკოვის გუნდმა საკმაოდ მძლავრ ბელგიას 70:68 მოუგო. რაც შეეხება ფრანგებთან მატჩს, რაც შეეძლოთ, ბიჭებმა გააკეთეს.

ქართველებმა მეტოქეზე 6-ით მეტი სამქულიანი ჩააგდეს და ამ კომპონენტში სროლათა პროცენტულობაც მასპინძლებზე უკეთესი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ შორი სროლები არაა საქმე. სამქულიანებსაც იმიტომ ესროდნენ ჩვენები უფრო ხშირად, რომ ფრანგების ქებული დაცვის გამო მეტოქის საჯარიმოში შესვლა უჭირდათ.

რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, ფრანგებმა ყველა მათგანში იძალეს. და მაინც, ასეთი დიდი სხვაობა არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ჯამურად დაკარგული 23 ბურთი. დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფრანგებს მოხსნებში (12-ით მეტი), თუმც მთავარი იარაღი, რითაც მასპინძლებმა იძალეს, ზუსტი ორქულიანები, სწრაფი გარღვევები და საშუალო სროლები იყო. საფრანგეთის ნაკრებმა 32 ორქულიანი ჩააგდო, ქართველებმა კი მხოლოდ - 8.

საფრანგეთის ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო იყო ნანდო დე კოლო, ხოლო შარლ კაუდის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. სახელგანთქმულმა ტონი პარკერმა შეხვედრა 6 ქულით და 7 პასით დაასრულა. .

საქართველოს ნაკრებში 14 ქულითა და 5 პასით საუკეთესო შედეგი ჰქონდა გიორგი ცინცაძეს, რომელმაც 4 სამქულიანი მიითვალა, ხოლო 3 სამიანის ჩამგდებ მანუჩარ მარკოიშვილმა თავი 11 ქულას მოუყარა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუანის ტურნირი თითო მოგებ-წაგებით დაასრულა და 22 აგვისტოს საფრანგეთს დატოვებს. სწორედ ამ დღეს ითამაშებენ საფრანგეთი და ბელგია.

იგორ კოკოშკოვის ნაკრები საფრანგეთიდან სლოვენიაში, დაბა პოდჩეტრტეკში მიემგზავრება, სადაც საწვრთნელ შეკრებას გააგრძელებს და 28-30 აგვისტოს კიდევ ერთ სერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის ქალაქ ტრიესტში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ერთად თავს რუსეთი, საქართველო და ამერიკის სტუდენტური ლიგის მოწინავე გუნდი - "მიჩიგანის უნივერსიტეტი" მოიყრიან.

ამხანაგური მატჩი. რუანი, საფრანგეთი.
21 აგვისტო
საფრანგეთი-საქართველო 95:53
22:15, 19:17, 30:9, 24:12
საქართველო: ცინცაძე (14ქ, 5პ), მარკოიშვილი (11), სანიკიძე (8), ბურჯანაძე, ფაჩულია (4); პულენი (5ქ, 4პ), ფხაკაძე, შერმადინი (4), სანაძე (5), ფაცაცია (2)
საფრანგეთი: პარკერი (6ქ, 7პ), დე კოლო (17), ბატუმი 14), დიაო (7), გობე (8); ლუვერნი (6), დიო (4), კადი (13), ფურნიე (9), პიეტრუსი, აჯინგა (8), ჟელაბალე (7), ჯაიტი (2).

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ის რუდი გობერტი ძაან მაგარი ცენტრია. იუტაში მეორე ნახევარში ისე მაგრად მოუმატა პირველი წრეც რო მასე ეთამაშა დეანდრეს ოდენობის მოხსნები ექნებოდა. დიაო და პარკერი სან ანტონიოს ლიდერები არიან ბოლო 10 წლეულის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და სტაბილური გუნდის. ბატუმის ნაერი მუშა და საჭირო კაცი იშვიათია ნბაშიც კი. სამწუხაროა მაგრამ ზაზას არცერთი ამათი დონის არააა სხვებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. საფრანგეთის ეს ნაკრები ნბა-ში რო ათამაშო ხუთეულში იქნება სულ. ასე რო არაფერი გასაკვირი არაა იმაში რო არ ათამაშეს ქართველები. ეგ იგივეა ნარდში ან დომინოს თამაშში 4 წლის ბავშვს რო სემაჯიბრო :)
chiko
31 აგვისტო 2015 11:15
0
ნუ ავყიობთ - ევროპის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ითამაშეს, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის წინ მითუმეტეს არავის დაზოგავს. კოკოშკოვი კი იმათგან აწყობს გუნდსა და ტაქტიკას - ვინც ჰყავს, ვინმე დაფრინავს და ნაკრებში ბლოკავენ?!
მსქროლავი ტროლი
23 აგვისტო 2015 11:30
0
დაღუპა ქართული კალათბურთი ამ ფედერაციამ. კოკოშკოვის დატოვება იქნებოდა? ისევე დაულაგებელი თამაში. 23 დაკარგული ბურთი. ეს ხო იმის ბრალია რო გუნდურად არ თამაშობენ და ერთმანეთს ვერ ეხსნებიან. ერთი და იგივე ფაჩულიას შენგელიას და სანიკიძის ინივიდუალურ ოსტატობაზე აგებული თამაში. კოკოშკოვი ოლიმპიადაზე გუნდის გამყვანი არ არის და მომავალი ევრო 4 წელშია. ეს ტაობა წასული იქნება. რა ატკატებს აკეთებს ასეთს ეს კოკოშკოვი
ff
23 აგვისტო 2015 00:27
0
ვიკა და ჭიდილი?..
F
22 აგვისტო 2015 17:15
0
????????????????????
patrioti
22 აგვისტო 2015 14:45
0
kokoshkovze magari treneri neta aris gana sadme?:):):):)
riti ver mozebnes uketesi treneri tooooo, mag kacma rac gaaketa madloba utxrat da gaushvat ra, meti ar sheuzlia, cota ufro kargad moazrovne xo sheizleba chamoviyvanot?
gulshematkivari
22 აგვისტო 2015 14:43
0
იქნებ ვინმემ ამიხსნას, როგორ ხდება ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევა და რატომ ვერცერთხელ ვერ შევარჩიეთ ნორმალური?
თემური
22 აგვისტო 2015 12:52
0
"ვაი როგორ ტყუილად გაჭმევთ ეს დამშეული ქართველი ხალხი პურს"
mamulo
22 აგვისტო 2015 09:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული