პირველ მეოთხედში თითქმის თანაბარი თამაში იყო, სლოვენიან 17:13 იმარჯვა. მეორე მეოთხედში კი სლოვენიელთა უპირატესობა აშკარა გახდა, გუნდმა მეოთხედი 11 ქულით მოიგო და ტაიმში 41:26 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიამ პირველივე ტაიმში მიიღო 4 პერსონალური შენიშვნა.
ქართველთაგან საიკეთესო პირველ ტაიმში თორნიკე შენგელია იყო 8 ქულით.
მესამე მეოთხედი შედარებით თანაბარი გამოდგა - 24:22 სლოვენიელთა სასარგებლოდ. ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე უკეთ ბოლო მეოთხედი ითამაშა,
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო შენგელია იყო 21 ქულით, 11-11 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჰოლანდიასთან 72:73 დამარცხდა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.
რა გაქვთ სანერვიულო? 15 წელია მხოლოდ ერთი და იგივე მოთამაშეები ჰყავთ.
სამარცხვინოა.