თორნიკე შენგელია: გული მტკივა, რომ თამაშის ბოლოს გუნდს ვერ დავეხმარე

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ლიტვასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაშის შესახებ ისაუბრა.


"პირველ რიგში მინდა გამარჯვება მივულოცო ლიტველ კალათბურთელებს, მათ გულშემატკივრებს. უკან რომ ვიყურები, ორივე გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და იმსახურებდა მერვედფინალში ყოფნას.

რაც შეეხება მატჩს, ძალიან დასანანია, რომ მცირე დეტალების გამო წავაგეთ. ლიტვამ უკეთესად ითამაშა გადამწყვეტ მომენტში. განსაკუთრებულად მტკივა გული, რომ მოედნიდან გავვარდი და თამაშის ბოლოს გუნდს ვერ დავეხმარე", - თქვა შენგელიამ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
თორნიკე, მადლობის მეტი რა გვეთქმის ქართველ გულშემატკივრებს, მაგრამ ცოტა თავშეკავება გმართებდა ბოლო ორი ჯარიმის მიღების დროს, ვინ იცის შენ რომ ყოფილიყავი როგორ დამთავრდებოდა თამაში, დასანანი მარცხი იყო.
ჯეკო
18:03 14-09-2015
0
2წუთზე მეტი ბურთს რომ ვერ ჩააგდებ და უაზროდ კარგავ ბურთებს რა მოგებაზეა ლაპარაკი.........
gringo
19:07 14-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული