საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელორუსს 12 ქულის სხვაობით სძლია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, დღეს, 5 აგვისტოს მოსკოვში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირის პირველი მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდის პირველი მეტოქე ბოლორუსის ეროვნული ნაკრები იყო, რომლის დამარცხებაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 86:74 შეძლო. აღსანიშნავია, რომ ყველაზე შედეგიანი ჩვენს გუნდში ახალწვეული მაიკ დიკსონი იყო, რომელსაც ჯამში 24 ქულა დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების შემდგომი მეტოქე უკვე ხვალ, 6 აგვსიტოს, რუსეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირდაპირი ტრანსლაცია http://www.russiabasket.ru/game/?id=114819&compId=13099&tab=0&db=org
გიორგი
06 აგვისტო 2016 12:57
0
აუ ჯიგრები ხართ ჯიგრები. კალათბურთი და რაგბი როგორ შემაყვარეთ ასეჯი ჯიგრიანი თამაშით. გლახუნას ვეთანხმები ძირითად გუნდს (პლუს სანაძე და ბურჯანაძე) და სათადარიგოებს შორის კლასში განსხვავება იგრძნობა და ეს მისახედია, მაგრამ ჩემი აზრით მოდის კიდევ კარგი თაობა (ახალგაზრდულ ჩემპიონატებს თუ გადავავლებთ თვალს) და იმედია ისინი ჩაანაცვლებენ ოქროს თაობას. ასეთი ოქროს თაობა დიდი ხანია კალათბურთს არ ყოლია და იმედია მათზე ძლიერები და გამოცდილები მოვლენ აწი.
გივია
06 აგვისტო 2016 11:32
0
რომელიმე არხი ხომ არ აჩვენებს?ან ქართული, ან რუსული?
Jijii
06 აგვისტო 2016 11:10
0
დიქსონმა მაგარი "შეასრულა". 6-დან 6 სამქულიანი სერიოზული მაჩვენებელია. დუდა სანაძეც კარგი იყო. მეორე ხუთეულის მოთამაშისთვის 13 ქულა კარგია.
2015
06 აგვისტო 2016 01:12
0
მართალი ხარ. თუ სწორად მახსოვს ჩვენგან მარტო 7 მოთამაშეს ქონდა ქულა გაკეთებული. ბელარუსებიდან კი 9-ს. მეტითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ ძნელია მთელი თამაშის ჩატარება 6-7 კალათბურთელით. ამათ ზაზა დაემატებათ და ფაქტიურად მეტი არავინ გვყავს თამაში რო გააძლიეროს რეალურად. ან თუნდაც ძირითადის მოთამაშეები დაასვენოს მაინც
mamuka
06 აგვისტო 2016 00:03
0
რომელ არხზე იყო?
მერაბი
06 აგვისტო 2016 00:01
0

შეეძლოთ 20-30 ქულით თავისუფლად მოეგოთ,სამწუხაროდ სიმართლა უნდა ვთქვათ: ძირითად შემადგენლობას 5-7 მოთამაშესა და სათადარიგოებს შორის დ ი დ ი განსხვავებაა და სერიოზული მუშაობაა საჭირო სათადარიგოებმა კლასი ა ი მ ა ღ ლ ო ნ,ძ ა ლ ზ ე ჩამორჩებიან (?!)
თორე ამ ევროპის შემდეგ შესაძლებელია ვ ე ღ ა რ ც მოვხდეთ ევროპის საფინალოზეც კი .

კალათბურთის მესვეურებმა მისი საფუძველი უნდა გაარკვიონ და ა ხ ლ ა ვ ე უნდა დ ა ი წ ყ ო ნ ამ მიმართულებით მუშაობა!

glaxuna
05 აგვისტო 2016 23:09
0
დიქსონი ზალიან მომეწონა, ყველას ჯობია ვინც ბოლო პერიოდში გვყავდა ნატურალიზებული ჩემი აზრით
მამუკა
05 აგვისტო 2016 22:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული