გიორგი შერმადინი: რუსეთთან მატჩში ყველა შეცდომა გამოსწორებული იქნება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა გუშინ, 5 აგვისტოს, ბელორუსის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების პრესსამსახურს კომენტარი მისცა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, მოსკოვში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის პირველ მატჩში ბელორუსის ნაკრებს 12 ქულიანი სხვაობით სძლია.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელორუსს 12 ქულის სხვაობით სძლია

"ძალიან კარგი მატჩი გამოგვივიდა ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ადვილი მატჩი არ გველოდა, ამიტომ სათანადოდ მოვემზადეთ.

მწვრთნელმა აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა დაცვასა და თავდასხმაში. ალბათ, საქმის 80%-ის
შესრულება გამოგვივიდა, რადგან დაცვაში გვქონდა პრობლემები. რუსეთის ნაკრებისთვის სათანადოდ ვემზადებით და ეს შეცდომები მათთან მატჩის დროს გამოსწორებული იქნება. რუსეთის ნაკრები ძლიერია, მაგრამ მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ, - განაცხადა შერმადინმა.

საქართველოს ნაკრების შემდგომი მეტოქე უკვე დღეს, 6 აგვისტოს, სწორედ რუსეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაქი ბუქობა არაფერს გვარგებს, სამქულიანებზე იმუშაოს ჯობია მთელმა ნაკრებმა!
giorgi
12:19 09-08-2016
0
კი ნაღდად გამოასწორეთ, ანგარიშზეც მეტყველებს...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული