საკალათბურთო ტურნირის "თბილისის მერიის თასის" ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
12-14 აგვისტოს თბილისი წარმომადგენლობით საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველოს დედაქალაქში თავს რუსეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები მოიყრიან, რომლებიც საქართველოსთან ერთად თბილისის მერიის თასის მოსაგებად იბრძოლებენ.

ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს, რომელზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც დღეიდან დაიწყო. ბილეთების ფასი იქნება 5, 10 და 15 ლარი და მათი შეძენა როგორც სპორტის სასახლის სალაროებში, ისე ონლაინ, www.tkt.ge-ზე შეგეძლებათ.

12,13 და 14 აგვისტოს, ყოველდღიურად გაიმართება 2-2 მატჩი და ბილეთებიც დღეების მიხედვით გაიყიდება. შესაბამისად, 1 ბილეთის შეძენისას შეძლებთ კონკრეტული დღის 2 მატჩზე დასწრებას.

იაქტიურეთ, მობრძანდით
სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი) და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული