ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 გუნდი: ისრაელი, თურქეთი, რუმინეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები და ოლიმპიადის მონაწილენი), საფრანგეთი, იტალია, სერბეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილენი).
შესაბამისად, ევრობასკეტის 24 საგზურიდან გასათამაშებელი დარჩა 11, რომლისთვისაც 27 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც წილისყრის შედეგად 7
ევროპის ჩემპიონატის საგზურს აღნიშნული ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებსაც 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება.
რადგან ერთ ჯგუფში დანარჩენებისგან განსხვავებით 3 გუნდია, საუკეთესო მეორეადგილოსანი შემდეგი პრინციპით გამოვლინდება: 4-გუნდიანი ჯგუფების მეორეადგილოსნებს ჩამოეჭრებათ ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები და ქულები ისე დაითვლება.
ევრობასკეტი 2016. შესარჩევი ციკლი
A ჯგუფი: ბელგია, ისლანდია, შვეიცარია, კვიპროსი.
B ჯგუფი: გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, დანია.
C ჯგუფი: რუსეთი, ბოსნია, შვედეთი
D ჯგუფი: პოლონეთი, ესტონეთი, ბელორუსი, პორტუგალია.
E ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, ბულგარეთი, კოსოვო.
F ჯგუფი: საქართველო, ჩერნოგორია, სლოვაკეთი, ალბანეთი.
G ჯგუფი: მაკედონია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი. ლუქსემბურგი
F ჯგუფის კალენდარი
31 აგვისტო
19:00 საქართველო-ალბანეთი (თბილისის დრო)
23:00 ჩერნოგორია-სლოვაკეთი
3 სექტემბერი
20:00 სლოვაკეთი-საქართველო
21:00 ალბანეთი-ჩერნოგორია
7 სექტემბერი
19:00 საქართველო-ჩერნოგორია
20:00 სლოვაკეთი-ალბანეთი
10 სექტემბერი
21:00 ალბანეთი-საქართველო
20:00 სლოვაკეთი-ჩერნოგორია
14 სექტემბერი
19:00 საქართველო-სლოვაკეთი
23:00 ჩერნოგორია-ალბანეთი
17 სექტემბერი
23:00 ჩერნოგორია-საქართველო
21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"