ილიას ზუროსისა და კალათბურთელების კომენტარები ალბანეთთან მატჩის წინ

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების პროცესი დაასრულა.

დღეიდან ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები ოფიციალურ მატჩებში ჩაებმება და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-4-ჯერ გასასვლელად ბრძოლას ალბანეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს.

საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ პერიოდში 8 საკონტროლო მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და ამდენივეში დამარცხდა. ზუროსის გუნდმა სძლია პოტუგალიას, ბელორუსს, ჰოლანდიასა და უკრაინას, ხოლო წარუმატებელი მატჩები შვედეთთან, პოლონეთთან და ორჯერ რუსეთთან ჩაატარა.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მეტოქე ჰყავს - ალბანეთი, სლოვაკეთი და მონტენეგრო. ამ ნაკრებებთან
ჩვენი ეროვნული გუნდი შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს მატჩებს:

F ჯგუფის კალენდარი
31 აგვისტო
19:00 საქართველო-ალბანეთი (თბილისის დრო)
23:00 ჩერნოგორია-სლოვაკეთი

3 სექტემბერი
20:00 სლოვაკეთი-საქართველო
21:00 ალბანეთი-ჩერნოგორია

7 სექტემბერი
19:00 საქართველო-ჩერნოგორია
20:00 სლოვაკეთი-ალბანეთი

10 სექტემბერი
21:00 ალბანეთი-საქართველო
20:00 სლოვაკეთი-ჩერნოგორია

14 სექტემბერი
19:00 საქართველო-სლოვაკეთი
23:00 ჩერნოგორია-ალბანეთი

17 სექტემბერი
23:00 ჩერნოგორია-საქართველო
21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი

2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 ნაკრები და ამ საკვალიფიკაციოში მონაწილე 27 ნაკრებისთვის 11 საგზური გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი გზით გავა ჯგუფის გამარჯვებული და არსებული 7 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს ევრობასკეტის საგზურს.

მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი, წინამორბედის მსგავსად, 4 ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი, ხოლო პლეი ოფის შეხვედრები ჩვენს მეზობელ თურქეთში გაიმართება.

შესარჩევი ტურნირი 17 სექტემბერს დასრულდება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებისთვის კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი შესაბამის ჯგუფებში (ქვეყნებში) განაწილდებიან.

აღსანიშნავია, რომ რაკი შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში 3 გუნდია, დანარჩენ ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულ გუნდებთან დაფიქსირებული შედეგები გუნდებს ჩამოეჭრებათ.

ამ გზით ყველა ნაკრებს თამაშების თანაბარი ოდენობა ექნება და საუკეთესო მეორეადგილოსნებიც ჩვეულებრივ, მოგება-წაგებებისა და თუ საჭირო გახდა, ბურთების შეფარდებით გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრებს პირველ, 31 აგვისტოს გასამართ მატჩში, სავარაუდოდ, მაიკლ დიქსონი ვერ დაეხმარება, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და ნაკრების ხელმძღვანელთა ორიენტირი უფრო სლოვაკეთში, 3 სექტემბერს გასამართი მატჩია, სადაც ამერიკელი ლეგიონერის დახმარება დიდად დაგვჭირდება.

31 აგვისტოს ალბანეთთან ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებდა და ბოლო 2 მატჩი გამოტოვა.

Sportall.Ge

საქართველოსა და ალბანეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 31 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

ალბანეთთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი დაესწრო. კალათბურთელებთან შესახვედრად მივიდა ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა.

- "პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ!" - ფაჩულიამ ტალახაძეს ჩემპიონობა მიულოცა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია:
- ლაშამ საქართველოსთვის დიდი საქმე გააკეთა. რიოში მისმა მიღწევამ მთელი ქვეყანა გაახარა. ჩვენთვის, კალათბურთელებისთვის დიდი მოტივაციაა ალბანეთთან მატჩის წინ ლაშას სტუმრობა.

მან გვაგრძნობინა, რომ ჩვენი ქომაგია და მატჩზე დასწრებასაც აპირებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა. წარმატება სწორედ ამას მოსდევს.

დარწმუნებული ვარ, ლაშა ტალახაძე ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს, ისევე, როგორც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები.

ილიას ზუროსი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- საქართველოს ნაკრები ივლისში შეიკრიბა და მას მერე აქტიურად ემზადება 31 აგვისტოსთვის. სწორედ ამ დღეს გაიმართება პირველი ოფიციალური მატჩი, რომელშიც ალბანეთს ვუმასპინძლებთ. ამხანაგურ მატჩებში ვიგრძენით, რას ნიშნავს ქართული ქომაგობა და გვინდა პირველ ოფიციალურ მატჩშიც ასე იყოს. იყო ტრავმები, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გუნდი შესარჩევ ეტაპს მომზადებული ხვდება.

დუდა სანაძე:
- 31 აგვისტოს შესარჩევ ეტაპს ვიწყებთ. პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ინტენსიურად ვვარჯიშობთ და ვცდილობთ, გამოვასწოროთ ჩვენი მინუსები, რომლებიც ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა. ოფიციალური მატჩებისთვის მზად ვართ და ვეცდებით, ზედიზედ მეოთხედ მოვიპოვოთ ევრობასკეტის საგზური.

ვიქტორ სანიკიძე:
- როგორც ყოველთვის, განწყობა საბრძოლოა. მნიშვნელობა არა აქვს, მეტოქე სუსტია თუ არა, ვიცით, რომ ბოლომდე იბრძოლებს და არც ჩვენ ვაპირებთ რამის დათმობას. გვაქვს დანაკლისი, არ გვეყოლება მანუჩარ მარკოიშვილი, თუმცა აქამდეც გვითამაშია სასტარტო ხუთეულის წევრების გარეშე და ვეცდებით, მანუს არყოფნა გუნდს არ დაეტყოს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბილეთების შეძენა მხოლოდ სალაროშია შესაძლებელი ?
gelashvilis fani
10:45 31-08-2016
0
ამათთან მართლა არ ანერვიულოთ ქომაგი და არ შეაზიზღოთ კალათბურთიც ფეხბურთივით. რა უნდა იბრძოლოს ალბანეთმა კალათში ბურთის ჩაგდება თუ არ იციან, ჭიდაობას ხომ არ დაიწყებენ დარბაზში.
.........
10:58 31-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული