საქართველომ ევრობასკეტის შესარჩევი ალბანეთის განადგურებით დაიწყო {VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა თბილისის სპორტის სასახლეში ევრობასკეტი 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქე ალბანეთის ნაკრები 39 ქულის სხვაობით, ანგარიშით 86:47 (21:9, 24:10, 23:13, 18:15) დაამარცხა. 20 ქულით ქართველთა შემადგენლობაში საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე იყო.

მომდევნო მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 3 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სუსტი გუნდი იყო. ჩვენი გუნდის თამაში ნამდვილად არ მომეწონა, სამქულიანები პრაქტიკულად არ უსვრიათ. ასეთი თამაშით ჩეხეთთან თუ არა, მონტენეგროსთან აუცილებლად წავაგებთ.
0
ბევრ შეცდომებს ვუშვებდით,იმედია გამოვასწორებთ თორემ უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან გაგვიჭირდება.რიგ ეპიზოდებში ფანტასტიკურ პასებს და გდებებს აკეთებდნენ ბიჭები,ძალიან ტექნიკურ კალათბურთს ვთამაშობთ,ალბათ ევროპაში ყველაზე ტექნიკურსაც
levan
22:33 31-08-2016
0

სიახლეები პოპულარული