დუდა სანაძე: მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად მზად ვართ!

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩამდე, რომელსაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბრატისლავაში დღეს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს, დუდა სანაძემ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, დილით, სლოვაკეთთან მატჩის წინ "ჰანტ არენაზე" ივარჯიშა. ილიას ზუროსმა ჩვენს კალათბურთელებს ძირითადად ის კომბინაციები დაამუშავებინა, რომელთა გათამაშებასაც დღევანდელ მატჩში გეგმავენ. ასევე იყო მუშაობა დაცვაზე, სლოვაკთა შეტევების საწინააღმდეგო სისტემის დამუშავება.

"დღეს ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც პირველ ტურში საკმაოდ დიდი ანგარიშით წააგო მონტენეგროსთან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ საკუთარ მოედანზე უწევთ ამჯერად
თამაში.

ორჯერ ვივარჯიშეთ აქ და დარბაზს შევეჩვიეთ. მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად მზად ვართ!", - განაცხადა სანაძემ.

საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის II ტურის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული