ილიას ზუროსი: გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ...

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ჩვენი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება. მატჩი 7 სექტემბერს "სპორტის სასახლეში" 19:00 საათზე დაიწყება.

"დავიწყებ ისევ გულშემატკივართაგან და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.

რამდენადაც ვიცი, ხვალ დარბაზი სავსე იქნება და ეს ძალიან კარგია. გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ერთად უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რაც მოგების გარანტი იქნება. ჩვენ ეს გასულმა თამაშებმა დაგვანახა და ვალდებულები ვართ,
კვლავ კონცენტრაცია დაცვაზე მოვახდინოთ.

მჯერა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და იმედი მაქვს, ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს", - განაცხადა ზუროსმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებთ.
nodari
12:40 07-09-2016
0
მოგებას გისურვებდ
ვახო
05:07 07-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული