შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში ჩვენი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება. მატჩი 7 სექტემბერს "სპორტის სასახლეში" 19:00 საათზე დაიწყება.
გიორგი შერმადინი: "ორი ოფიციალური მატჩი გავმართეთ ალბანეთთან და სლოვაკეთთან, სადაც ყველაფერი გამოგვივიდა. ბოლო მატჩის შემდეგ მოსამზადებლად 3 დღე გვქონდა და ვარჯიშები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ყველამ კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს და ჩვენის მხრივ, გპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ მოსაგებად".
თორნიკე შენგელია: "მონტენეგროს ყველა პოზიციაზე საკმაოდ
ბექა ბურჯანაძე: "ჯგუფში ყველაზე რთული მატჩი გველის მონტენეგროსთან და ამ პრინციპულ დაპირისპირებას კარგად მომზადებულები ვხვდებით. ჩვენს მეტოქეს ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველას ველით სპორტის სასახლეში".
ზაზა ფაჩულია: "7 სექტემბერს მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის - ვეთამაშებით მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვს მძიმე მატჩი იქნება, რომლის მოგების შემთხვევაში 90%-ით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. იმედი მაქვს, სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით