4 - ოთხი ნაკრები, რომელმაც ამ ტურში გაინაღდა ფინალური ეტაპის საგზური: ბელგია, უნგრეთი, მონტენეგრო და სლოვენია. შეგახსენებთ, რომ მონტენეგრო ჩვენს ჯგუფშია და ბოლო ტურს მასთან სტუმრად ვთამაშობთ, ხოლო სლოვენიის ნაკრებს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.
6 - დარჩენილ საგზურთა რაოდენობა, რომელთა მფლობელების ვინაობას შესარჩევი ციკლის ბოლო ტური დაასახელებს.
10 - ნაკრებთა რაოდენობა, რომლებიც დარჩენილი 6 საგზურისთვის იბრძვიან: საქართველო, ბელარუსი, ბოსნია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, ჰოლანდია,
24 - ზუსტად ამდენი ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ სლოვაკეთის ნაკრების კალათში პირველ ნახევარში. სულ კი მან 31 ქულით დაასრულა ასპარეზობა.
7 120 - სტოკჰოლმში დასწრების რეკორდი დამყარდა, მაგრამ მასპინძლებმა შინ ბოსნიასთან 76:78 წააგეს.
ასევე იხილეთ:
საქართველო-სლოვაკეთი 96:68 - ტორნადო, რომელიც სლოვაკეთს ისრუტავს [VIDEO]