სუპერლიგა 2015-16: სეზონი ოთარ ქორქიას სახელობის სუპართასით იხსნება

AutoSharing Option
ქართული საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა, ოფიციალურად კი დღეს, 15 ოქტომბერს აიღებს სტარტს. პირველი ოფიციალური მატჩი ოთარ ქორქიას სახელობის სუპართასი იქნება.

აქამდე სუპერთასი სეზონის ბოლოს იმართებოდა, რადგან არავინ იცოდა, რა ბედი ეწეოდა საზაფხულო არდადეგების შემდეგ ჩემპიონსა და თასის მფლობელს. სუპერთასისთვის ხომ სწორედ ქვეყნის ჩემპიონი და თასის მომგები თამაშობენ. ბოლო წლებში სიტუაცია დასტაბილურდა, რამაც ფედერაციას საშუალება მისცა, სუპერთასი, როგორც ცივილიზებულ საკალათბურთო ქვეყნებშია, სეზონის
დასაწყისში გაიმართოს.

ასე და ამგვარად, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, ერთმანეთის წინაშე წარდგებიან "დინამო" და "ქუთაისი". გამარჯვებული ოთარ ქორქიას სახელობის საპატიო თასს მიიღებს.

ამას მოჰყვება საქართველოს სუპერლიგის ორი შეხვედრა: 16:00 საათზე "მგზავრები"-"ბათუმი" და 18:00-ზე "სოხუმი"-"რუსთავი".

პირველი ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა მომდევნო დღეებში ჩატარდება: 17 ოქტომბერს, 16 საათზე "კაკტუსი" ჩემპიონ "ქუთაისს" უმასპინძლებს, ხოლო 18 ოქტომბერს 18 საათზე "დინამო" "ოლიმპს" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული