საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი და ათენის აეკ-ის წევრი მაიკლ დიქსონი 4 დეკემბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sportando.com-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დიქსონი პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის გამო დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი.

სავარაუდოდ, დიქსონი არ შეჩერდა გაჩერების ნიშანთან და დაეჯახა მანქანას, რომლის საჭესთან 47 წლის ქალი იმყოფებოდა. თავის მხრივ, ამ ქალმა დაკარგა მანქანის მართვის კონტროლი და მოკლა 64 წლის მამაკაცი, - იუწყება იტალიური გამოცემა.

დიქსონმა გაიარა ალკოტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ ის
სუფთა იყო. ასევე, მას სისხლის ნიმუში აუღეს შემდგომი ტესტებისთვის.

შემთხვევა 4 დეკემბერს, დილის 7 საათზე ათენის მიდამოებში მოხდა. წინა დღეს კალათბურთელს დაბადების დღე ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული