"საკონტროლო" კი ვახსენეთ, მაგრამ ეს ტურნირი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და ამიტომაცაა, გუნდები თასისთვის ბრძოლაში ერთმანეთში ჩხუბსაც რომ არ ერიდებიან. ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა 2010 წელს საბერძნეთისა და სერბეთის მატჩისას მოხდა.
აკროპოლისის თასის პირველი გათამაშება 1986 წელს ჩატარდა, 2017 წელს კი 23-25 აგვისტოს გაიმართება და გენერალური რეპეტიცია იქნება ევრობასკეტისთვის,
საბერძნეთში ქართველები, მასპინძლებისა და სერბების გარდა, დაუპირისპირდებიან იტალიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფის ბინადარია.
შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" თელ-ავივში ოფიციალურად 6 სექტემბერს შევხვდებით. ეს იქნება ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"