მათ წარმოგვიდგინეს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა ევრობასკეტი 2017-ისთვის.
"გუნდი მომზადებას თბილისში დაიწყებს, შემდეგ სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ამხანაგურ მატჩს გამართავს უნგრეთთან. ამას მოჰყვება ტურნირი ლიტვაში, სადაც მასპინძლებს სურთ, ჩვენთან თამაშს თავი აარიდონ, რადგან ევრობასკეტზე ერთ ჯგუფში ვართ.
ნახევარფინალში ვეთამაშებით ლატვიას, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილი ლიტვამ და პოლონეთმა შეადგინეს", - აღნიშნა პაატა ლობჟანიძემ.
თბილისის მერიის თასზე 99 პროცენტით მიღწეულია შეთანხმება
"მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალ წელს ჩვენი ნაკრები მეტად პრესტიჟულ წინასასეზონო ტურნირში აკროპოლისის თასზე მიიღებს მონაწილეობას. მასში ჩვენი მეტოქეები იქნებიან მასპინძლები, იტალიელები და სერბები. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატის წინ", - გვითხრა მიხეილ გაბრიჩიძემ.
ევრობასკეტი 2017 31 აგვისტს დაიწყება. პირველ მატჩს ლიტვასთან ჩავატარებთ.
მოსამზადებელი კალენდარი ასე გამოიყურება:
1 აგვისტო. პოდჩეტრეკი. სლოვენია
საქართველო-უნგრეთი
6 აგვისტო. კლაიპედა. ლიტვა
საქართველო-ლატვია
7 აგვისტო. კლაიპედა. ლიტვა
საქართველო-ლიტვა/პოლონეთი
12/14 აგვისტო. თბილისის მერიის თასი
საქართველო/ბელგია/ჩეხეთი/ისლანდია
27/29 აგვისტო. აკროპოლისის თასი. იტალია
საქართველო/საბერძნეთი/იტალია/სერბეთი