თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 42:24 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ფაჩულია საკმაოდ ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ფაჩულიამ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
რაც შეეხება "ორლანდოს" ცენტრს, ვუჩევიჩმა ზაზაზე 4 წუთით მეტი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
"გოლდენ სტეიტში" 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 21 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა. ორივე ამ კალათბურთელმა 7-7 სამქულიანი ჩააგდო. კევინ დურანტი 15 ქულას დასჯერდა, ოკლენდელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკდიმ კი 13 ქულას უწია.
44 მატჩიდან 38 მოგებით "გოლდენ სტეიტს" ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად "მაიამი ჰიტთან" გამართავს.