17 წლის ქართველ ცენტრს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელებდნენ, მის "მეგა ბიმაქსს" ფინალური მატჩი "ცრვენაა ზვეზდასთვის" რომ მოეგო.
ევროლიგის ოთხთა ფინალში გასასვლელ მატჩში ბითაძემ დიდებულად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერ უშველა - "ცრვენა ზვეზდამ" 74:61 იმარჯვა და ევროლიგის ბელგრადული საკვალიფიკაციო ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.
ბითაძე ფინალური მატჩის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თანაგუნდელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი - 35:55 წუთი გაატარა და მატჩის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის
ბითაძემ 16-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად გოგამ 18 (!) მოხსნა (10 შეტევაში) და 3 დაფარება მიითვალა. სამწუხროდ, თანაგუნდელებმა მას სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და "მეგა ბიმაქსმა" მარცხი განიცადა.
გამარჯვებულთაგან დორდევიჩის კვალზე 20 ქულა და 6 პასი მიითვალა ალეკსა უსკოკოვიჩმა, რომელიც ტურნირის MVP-ად დაასახელეს.
ტურნირზე უსკოკოვიჩის საშუალო მაჩვენებლები გახლდათ: 16.8 ქულა, 5.3 პასი, 3.0 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა. სიმბოლური ხუთეულის ქართველი წევრის - გოგა ბითაძის საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 27:08 წუთი, 16.5 ქულა, 12.0 მოხსნა, 1.3 პასი, 2.8 დაფარება. შედეგად, ის მოხსნებსა და დაფარებებში ტურნირზე პირველი გახლდათ, ქულებში კი - მეხუთე.
ბითაძესა და უსკოკოვიჩთან ერთად ADIDAS NEXT GENERATION-ის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ ზორან პაუნოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), ნიკოლა მიშკოვიჩი ("მეგა ბემაქსი") და ამიტ ებო ("მაკაბი", თელ ავივი).
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით