ზაზა ფაჩულია ატლანტაში დაბრუნდა - "გოლდენ სტეიტმა" "ჰოუქსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
7 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ატლანტას" ესტუმრა და ანგარიშით 119:111 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები ატლანტასთან მატჩში (6ქ)
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია "ატლანტაში" 2005-13 წლებში თამაშობდა.

24-24 ქულა ჩააგდეს სტეფ კარიმ და ანდრე იგუდალამ. კევინ დურანტის არყოფნის დროს ყველაზე მეტი დრო სწორედ იგუდალას ეძლევა.

შეხვედრაში
ყველაზე მეტი, 19 მოხსნა დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზეა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ატლანტელმა პოლ მილსაპმა შეასრულა, რომელმაც 20 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
იხილეთ ვიდეო: ატლანტა-გოლდენ სტეიტი 111:119
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 52 მოგება და 11 მარცხი დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 მარტს შინ "ბოსტონთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-მაიამი 98:106
ორლანდო-ნიუ იორკ ნიქსი 105:113
ფილადელფია-მილუოკი 98:112
დეტროიტი-ჩიკაგო ბულსი 109:95
შარლოტი-ინდიანა 100:88
მემფისი-ბრუკლინი 109:122
სან ანტონიო-ჰიუსტონი 112:110
დენვერი-საკრამენტო 108:96
იუტა-ნიუ ორლეანი 88:83
ლოს ანჯელეს კლიპერსი-ბოსტონი 116:102
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული