შეგახსენებთ, რომ სუპერვარსკვლავმა მუხლი ისე დაიზიანა, დიდი ალბათობით, რეგულარულ პირველობაზე ვეღარ ითამაშებს.
- ზაზა ფაჩულიამ უნებურად ტრავმა თანაგუნდელ კევინ დურანტს მიაყენა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტმა" დამატებით 415 ათასი დოლარიც დაკარგა, რადგან 2 საათის წინ აყვანილი ესპანელი გამთამაშებელი ხოსე კალდერონი გუნდიდან გაუშვა.
საქმე ისაა, რომ თამაშამდე "გოლდენ სტეიტმა" ვეტერანი ესპანელი აიყვანა, რათა პლეი ოფში მისი გამოცდილება გამოეყენებინა, მაგრამ დურანტის ტრავმის გამო გუნდს სულ სხვა პოზიციის კალათბურთელი დასჭირდა,
კალდერონი უგუნდოდ არ დარჩენილა, ის "ატლანტამ" აიყვანა და ახლახან ამ გუნდის წინააღმდეგ თამაშისას, ეკრანზე გამოჩნდა, რომ ზაზა და ხოსე, რომელთაც აქამდეც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთში კარგა ხანს საუბრობდნენ.
კალდერონმა ესპანურ რადიო "კადენა სერს" შემდეგი განუცხადა:
"ზაზა მოვიდა ჩემთან და მომიბოდიშა, რომ ასე გამოვიდა და იმ ინციდენტის გამო "გოლდენ სტეიტში" ვერ დავრჩი. მე ძალიან ვწუხვარო. არადა, ასეთი რამე სპორტში ხდება და ვერაფერს გახდები. წარსულში მიბრუნება არც ღირს".