ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტის" ისტორიული მოგება "ფინიქსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
6 აპრილს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ფინიქსს" ესტუმრა და ანგარიშით 120:111 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:02 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთი ბლოკიც მიითვალა.

"უორიორსებს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც ყველაზე მეტი, 42 ქულა მოიპოვა. კლეი ტომპსონმა კი 22 ქულა მოაგროვა.

ერთდერთი ორმაგი დუბლი მასპინძელთა კალათბურთელმა ალან უილიამსმა გაიფორმა, რომელმაც 16 ქულას 17 მოხსნა მიამატა.
იხილეთ ვიდეო: ფინიქსი-გოლდენ სტეიტი 111:120
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "გოლდენ
სტეიტი" ორი ლიდერის, დრეიმონდ გრინისა და კევინ დურანტის გარეშე თამაშობდა. დურანტის დაბრუნება "ნიუ ორლეანთან" იგეგმება.

"ფინიქსთან" გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" 2017 წლის მთელი პლეი ოფის განმავლობაში საკუთარი მოედნის უპირატესობა გაინაღდა.

"ფინიქსთან" მოგება ოკლენდელებისთვის 65-ე გახდა რეგულარულ ჩემპიონატში. NBA-ს ისტორიაში "გოლდენ სტეიტი" მე-20 გუნდი გახდა, რომელმაც ასეთ მაჩვენებელს მიაღწია. The Score-ის ინფორმაციით, 14 გუნდი ამ 20-დან ჩემპიონი ხდებოდა.

მომდევნო შეხვედრას კი ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 აპრილს, ჩვენი დროით 06:30 საათზე შინ "ნიუ ორლეანთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გაუწყალეთ ამ კაცს დამცირებით. კაი იქნებოდა ყველანი წარმატებული ვიყოთ ჩვენს საქმეში, ისე როგორც მაგი იყო წარმატებული კალათბურთში.
0
ჯანი კია არა, კლასი არყოფნის კლასი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული