მაშ ასე, პლეი ოფის პირველ რაუნდში ზაზა ფაჩულიას "პორტლენდის" ცენტრებთან მოუწევს ბრძოლა. ეს გუნდები შარშან პლეი ოფის II წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და "გოლდენ სტეიტმა" ხუთ მატჩში გაიმარჯვა.
რეგულარულ სეზონში "გოლდენ სტეიტი" 4-ჯერ შეხვდა "პორტლენდს" და ოთხჯერვე მოუგო: (127:104 (ზაზა - 5 ქულა, 6
ზაზას უშუალო კონკურენტი იქნება "პორტლენდის" ცენტრი იუსუფ ნურკიჩი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა პლეი ოფის მატჩებისთვის შესაძლოა, დაბრუნდეს. მას ცვლიან ნოა ვონლე და მაიერს ლეონარდი.
მიუხედავად იმისა, რომ "პორტლენდი" უკეთესი გუნდია, ვიდრე "დენვერი", "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებს სწორედ მასთან დაპირისპირება სურდათ და არა "დენვერთან". მიზეზი კი ის არის, რომ დენვერი მთაშია და იქ სუნთქვა სპორტსმენებს თამაშის დროს უჭირთ.
ზაზა ფაჩულიაც mercurynews.com-ისთვის მიცემულ კომენტარში ამაზე საუბრობს:
"დენვერიც" კარგი გუნდია და "პორტლენდიც", ორივეს კარგი კალათბურთელები ჰყავს. ორივეს წინააღმდეგ მთელი ძალებითაა თამაში საჭირო. ჭკვიანურად და დისციპლინირებულად უნდა ეთამაშო მათ.
საერთოდ, პლეი ოფში თამაში უფრო რთულია. მე საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ვის ვეთამაშებით, თუმცა ერთი ცხადია, ზღვის დონიდან მაღლა უფრო ძნელია თამაში, იქ სუნთქვა ჭირს. კარგია, რომ აღარ მოგვიწევს იქ თამაში.
აუცილებელია, ჩვენს ხელში იყოს დაპირისპირების სრული კონტროლი. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, უნდა გავიდეთ და საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. დიდი ენერგია დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად", - განაცხადა ქართველმა ცენტრმა.