ზაზა ფაჩულიას ექვსიანები და გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ნაციონალური საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატი "ლეიკერსის" ძლევით და პირველ ადგილზე დაასრულა. ოკლენდელებმა დღეს თანაშტატელ გუნდს უმასპინძლეს და 109:94 სძლიეს.

ჯამში "გოლდენ სტეიტმა" 82-დან 67 მატჩი მოიგო, როგორც დასავლეთ კონფერენციაში, ისე სრულიად ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

საჩემპიონო ამბიციების მქონე ოკლენდური გუნდისთვის არანაკლებ სასიხარულოა მათი ლიდერის, კევინ დურანტის გამოჯანმრთელება, რომელმაც ტრავმის გამო 40 დღე გამოტოვა და მოედანზე დაბრუნების 3 მატჩის თავზე ჩინებულ ფორმაშია.

დურანტმა გასულ 2 მატჩში ორმაგი დუბლები შეასრულა.
ამჯერად ამ შედეგამდე 2 მოხსნა დააკლდა, თუმცა ბომბარდირული თვისებები გამოავლინა და 27 წუთში 29 ქულა (8 მოხსნა + 5 პასი) მოაგროვა.

სასტარტო ხუთეულში მყოფმა ზაზა ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრი არც დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ლეიკერსი 109:94
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტის" მეტოქე პლეი ოფის პირველ რაუნდში დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გასული "პორტლენდი" იქნება. სერია 4 მოგებამდეა და 17 აპრილს, ოკლენდში დაიწყება.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-მილუოკი 112:94
ჩიკაგო-ბრუკლინი 112:73
კლივლენდი-ტორონტო 83:98
ჰიუსტონი-მინესოტა 123:118
ინდიანა-ატლანტა 104:86
მემფისი-დალასი 93:100
მაიამი-ვაშინგტონი 110:102
ნიუ იორკი-ფილადელფია 114:113
ოკლაჰომა-დენვერი 105:111
ორლანდო-დეტროიტი 113:109
იუტა-სან ანტონიო 101:97
კლიპერსი-საკრამენტო 115:95
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 100:103

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული