
ესპანური ლიგის გასულ ტურში ანდორელებმა ერთ-ერთი ლიდერი "ვალენსია" 89:84 დაამარცხეს და ეს, გუნდისთვის 15 საშინაო შეხვედრაში მე-14 (!) გამარჯვება იყო, ქართველი ლეგიონერის შეჩერება კი ვერავინ შეძლო.
ვალენსიელთა გაპიარებულ ჩერნოგორიელ ცენტრ ბოიან დუბლევიჩთან ჭიდილში შერმადინმა არაფერი დათმო და 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32-ს გაუტოლდა, რაც ტურში ვერავინ გადაფარა.
- გიორგი შერმადინის 22 ქულა, დამარცხებული ლიდერი და პლეი ოფის საგზური [VIDEO]
"ვალენსიასთან" შეხვედრაში შერმადინმა ორქულიანები 73%-ანი სიზუსტით (11-დან - 8) ესროლა, საჯარიმოებში კი 86%-ანი მაჩვენებელი (7-დან - 6) ჰქონდა. ამას გარდა, ქართველმა კალათბურთელმა 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა და ტურის საუკეთესოობა არავის დაუთმო.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით