11:24 08-05-2017
გიორგი შერმადინის 22 ქულა, დამარცხებული ლიდერი და პლეი ოფის საგზური [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:23 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 11-დან 8 ორქულიანი და 7-და6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინი ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32-ს გაუტოლდა. შედეგად, ქართველი ლეგიონერი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.
ანდორელთა მე-2 ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე მასპინძელთა განაცხადში იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მცირე ტრავმა აწუხებს და მწვრთნელმა მისი მოედანზე გაყვანა არ გარისკა.
"მორაბანკ ანდორამ" 16 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და ჩემპიონატის ფინიშამდე 2 ტურით ადრე, 2 გამარჯვებით გაასწრო უშუალო კონკურენტ "ბილბაო ბასკეტს", რომელიც სტუმრად "იბეროსტარ ტენერიფესთან" 76:80 დამარცხდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული