ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის სერიაში "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "იუტას" ესტუმრა და ანგარიშით 121:95 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" სერია ანგარიშით 4:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონ როკეტსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19:09 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო.

სტეფ კარიმ თავის გუნდს 30 ქულა შესძინა, ხოლო კლეი ტომპსონმა 21 ქულა მიითვალა, კევინ
დურანტმა კი - 18. აღსანიშნავია დრეიმონდ გრინის სამმაგი დუბლი - გრინმა 17 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

მასპინძლებიდან 25 ქულით გორდონ ჰეივორდი გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 95:121
Sportall.Ge
9 მაისს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "იუტას" ესტუმრა და ანგარიშით 121:95 დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 18 /
ისე ზაზა რაც უფრო მცირეს თამაშობს მით მეტ ქულას აგროვებს.DD, მაგრამ ეგ არაფერი მთავარია ბეჭედი და ნაკრებში უტრამვოდ ჩამოვიდეს.
sabonis
11:09 09-05-2017
0
რუსეთუმე არა ვარო და სხვების უვიცებად მოხსენიება რატომ გამოგრჩა?
sabonis Your last name Putin
11:30 09-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული