პირველად NBA-ს კონფერენციის ფინალში - ზაზა ფაჩულიას ახალი პირადი რეკორდები

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის II რაუნდიც "მშრალი" სერიით მოიგო, 4:0 დაამარცხა "იუტა ჯაზი" და NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

- ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის სერიაში "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]

ფინალში ქართველი ცენტრის გუნდის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. ის შეიძლება იყოს "სან ანტონიო" ან "ჰიუსტონი", სერიაში 2:2-ია.

ეს უდიდესი მიღწევაა ზაზა ფაჩულიასთვის, რომელიც კონფერენციის ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს.

თავის 14-წლიან ამერიკულ კარიერაში ფაჩულიამ 7 სეზონში ითამაშა პლეი ოფში. წინა 6 ასეთი სეზონიდან 3-ში ფაჩულიას გუნდმა ბრძოლა
პირველ რაუნდში დაასრულა: 2008 წელს "ატლანტასთან" ერთად (7 თამაში), 2015 წელს "მილუოკისთან" ერთად (6) და 2016 წელს "დალასთან" ერთად (5).

სამჯერ, როცა ზაზა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი იყო, მისი გუნდი მეორე რაუნდში გავიდა - ზედიზედ 2009, 2010 და 2011 წლებში. სამივე შემთხვევაში გუნდმა პლეი ოფში 11-11 თამაში ითამაშა.

"ქორები" მაშინ შესაბამისად, "კლივლენდმა", "ორლანდომ" და "ჩიკაგომ" გამოთიშეს.

ერთ სეზონში 11 მატჩი პლეი ოფში ზაზას კარიერის რეკორდია, რომელსაც ის აუცილებლად გააუმჯობესებს, რადგან უკვე 8 მატჩი ითამაშა და კონფერენციის ფინალი "გოლდენ სტეიტმა" "მშრალი" სერიითაც რომ წააგოს, ქართველს 12 თამაში დაუგროვდება.

"ჯაზთან" სერიაში ზაზამ კიდევ ერთი პირადი რეკორდი დაამყარა - მან სასტარტოში პლეი ოფის მატჩში უკვე 8 მატჩი ითამაშა, აქამდე კი ზაზას რეკორდი სეზონში 6 მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობაში (პლეი ოფში) - 2015 წელს "მილუოკისთან" ერთად.

ჯამში ფაჩულიამ პლეი ოფში 59 მატჩი ითამაშა, აქედან 19 სასტარტო შემადგენლობაში. მოედანზე გაატარა 1075 წუთი. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა 314 ქულა, 288 მოხსნა, 51 პასი, 29 ჩაჭრა და 18 დაფარება მიითვალა.

ზაზა პლეი ოფში ამ სეზონში საშუალოდ 5,8 ქულასა და 4,1 მოხსნას აკეთებს, კარიერაში კი - 5,3 ქულასა და 4,9 მოხსნას.

კიდევ რა პირადი რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია ფაჩულიას
* ამ სეზონში პლეი ოფში ფაჩულიას ანგარიშზე 46 ქულაა. მისი საუკეთესო შედეგი 76 ქულაა (2009 წ). რეკორდამდე მას 30 ქულა აკლია, რაც მინიმუმ 4 თამაშში არც ისე ძნელად მისაღწევი გვგონია.

* უფრო რთულადაა საქმე მოხსნებთან დაკავშირებით. ზაზას ანგარიშზე 33 მოხსნაა, მაშინ, როცა 2009 წელს 76 მოხსნა ჰქონდა. ზაზას 33 მოხსნა აკლია. ამ რეკორდის მოხსნაც შესაძლებელია.

* საუკეთესო შედეგამდე სეზონში ზაზას აკლია 11 პასი, 5 ჩაჭრა და 4 დაფარება. ყველა ამ რეკორდის მოხსნაც შესაძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გააღმერთეთ ეს კაცი ჩვეულებრივი საშუალო დონის კალათბურთელია იქ,რაა ფაჩულიას გარეშე არ მოუგია გოლდენს? სულელური ეპიზოდემიც მინახია ფაჩულიასი და თქვენ რეკორდებზე გაიძახით
vili
16:42 11-05-2017
0
ტოლო შენი ჭკუით შენი მხარდამჭერების და ფანების კლუბი შექმენი? ვაი რა დებილი უნდა იყოს აქ ვინმე რომ შენი ეს ნაჩალიჩარი დაიჯეროს. :)))))
საბონის-ს
09:57 10-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული