ზაზა ფაჩულიას ტრავმაზე: X-rays კარგია, ველით MRI-ს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩი იოლად მოუგო "სან ანტონიოს" - 136:100. ამ შეხვედრაში ზაზამ 7 წუთში 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და აღარ უთამაშია.

ზაზას მაგარი ჩატენვა და ტრავმა! - ასეთ ფაჩულიას ვერ იცნობთ [VIDEO]

NBA.com-ის ცნობით, ზაზას, რომელიც ჩატენვის მერე იატაკზე ცუდად დახტა, მარჯვენა ტერფის კონტუზია აქვს.

X-rays რენტგენმა შემაშფოთებელი არაფერი აჩვენა, მაგრამ "გოლდენ სტეიტის" ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ქართველ ცენტრს ოთხშაბათს MRI გამოკვლევას ჩაუტარებენ. ასე რომ, ამაღამ უფრო მეტი
იქნება ცნობილი ზაზას ტრავმის სიმძიმეზე.

"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" მესამე მატჩში 20 მაისს შეხვდება. ეს დაპირისპირება უკვე ტეხასში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია ღმერთი შენსკენ.
sabonis
18:30 17-05-2017
0
პოპოვიჩმა დათარსა
პს
18:37 17-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული