ზაზა ფაჩულიამ MRI გამოკვლევა გაიარა - სერიოზული არაფერია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ MRI გამოკვლევა ჩაიტარა.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს სერიოზული ტრავმა არ აქვს და მხოლოდ მარჯვენა ტერფის მცირე დაზიანება აქვს.

შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ ფაჩულია კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრა სან ანტონიოში 21 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა სერიის მეორე შეხვედრაში მიიღო, როცა ბურთი ეფექტურად ჩატენა, თუმცა დაშვებისას ფეხი იტკინა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

- ზაზას მაგარი ჩატენვა და ტრავმა! - ასეთ ფაჩულიას ვერ იცნობთ [VIDEO]

მომზადებულია ESPN-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაიმახსოვრეთ მეგობრებო, კლივლენდთან ბედს ზაზა გადაწყვეტს!!!
თენგიზი
15:43 18-05-2017
0
მართალია ეს კაცი, მაგარია ვინმეს თავზე თუ გადაატენი, ან ცოტას მაინც თუ იფრენ.ზაზა დაცვაში უფრო მაგარია
mamuka
13:11 18-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული