Bleacher Report: ზაზა ფაჩულია პლეი ოფში ბრწყინვალე დაცვას თამაშობს

AutoSharing Option
ანალიტიკური გამოცემა Bleacher Report  NBA-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ზაზა ფაჩულია პლეი ოფის სტადიაზე საუცხოოდ თამაშობს დაცვაში.

როცა ზაზა ფაჩულია მოედანზეა, "გოლდენ სტეიტი" საშუალოდ 90,9 ქულას იღებს. ეს კი გუნდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და უახლოეს მდევარს საშუალოდ 5 ქულით სჯობს.

ამასთან ერთად, ზაზას გარეშე "გოლდენ სტეიტი" საშუალოდ 100,9 ქულას იღებს. სხვაობა ზუსტად 10 ქულაა.

"შესაძლოა, ფაჩულია მხოლოდ 6,1 ქულასა და 4,3 მოხსნას აგროვებს საშუალოდ თამაშში, მაგრამ ის მთავარი ფიგურაა "გოლდენ სტეიტის" დაცვაში. პლეი ოფში მისი სტატისტიკური მონაცემები საოცარია", - წერს
საიტი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
უმაგრესი და უჭკვიანესი კალათბურთელია. ამას, უტვინო მაკგის პიზიკური მონაცემები მისცა, მსოფლიოს ნომერ პირველი ცენტრი იქნებოდა))) ოღონდ მართლა. წარმატებები ზაზას! იმედია გახდება ჩემპიონი...
შოთა
09:14 19-05-2017
0
ხალხო, კარგი რა?! როდესაც რაიმეს დაწერთ ციფრებს შეხედეთ მაინც?! თქვენს ციფრებს თუ დაუჯერებს ადამიანი, ზაზა არ უნდა ათამაშონ, რადგან პირიქითაა ყველაფერი! :) )))))))) ციფრები შეატრიალეთ, ფლიიზ! :)
David
09:15 19-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული