კლეი ტომპსონმა ზაზა ფაჩულიას რომ ჰკითხა - ქართველები ჯორჯინიელები ხართო, ეს ამბავი ორიოდე თვის წინ ამავე რუბრიკაში დავწერეთ. მას მერე ზაზასა და კლეის შორის მეგობრული დუელი გაჩაღდა:
ფაჩულიამ "იუტასთან" კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ტომპსონთანაა გადაღებული.
მიაწერა: "ისტორიული დღე, მე - 7 ქულა, კლეის - 6."
მეორე დღეს, ვარჯიშზე, ქართველმა ცენტრმა ჩარჩოში ჩასმული გაზეთი "სან ფრანცისკო ქრონიკლი" მიიტანა, რომელშიც, ამ ისტორიული მატჩის ოქმი და მიმოხილვა ეწერა.
დავწვავ! [PHOTO]" />
საზეიმო ვითარებაში ტომპსონს გადასცა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს - სად ჩამოკიდებო?
- დავწვავ! - მიუგო "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა.
ზაზამ და კლეიმ "იუტასთან" 4:0 დასრულებული სერიის შემდეგ სათევზაოდაც მოიცალეს და კიდევ ერთი ისტორიული ფოტო გადაიღეს: ამერიკელს ხელთ ორი დიდი თევზი უჭირავს (ამერიკელები ბასს უწოდებენ), ზაზა კი ძლივს ერევა ორ ანჩოუსს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"