ეს თამაში ტეხასის შტატში ჩვენი დროით 21 მაისს გაიმართება. ბრაუნმა ისიც თქვა, რომ იგუდალას თამაში უფრო მოსალოდნელია, რადგან მან სრულ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ზაზამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო გუნდთან ერთად ვარჯიში.
შეგახსენებთ, რომ ზაზა "სან ანტონიოსთან" მეორე თამაშში დაშავდა, როცა მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა. გამოკვლევებმა ზაზას სერიოზული ტრავმა არ დაუდგინა.