ქართველმა ცენტრმა ტრადიციას არ უღალატა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მადრიდში გამართული მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ანდორელებმა "რეალთან" 76:107 წააგეს.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა. ქართველმა ცენტრმა 24:41 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო,
ანდორელთა რიგებში ტრავმის გამო ვერ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ. "რეალის" რიგებში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ამერიკელი მცველი ჯეისი კეროლი იყო, ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს (MVP) მოთამაშედ აღიარებულმა სერხიო ლულმა კი 9 ქულას 15 პასი წაამატა და საპლეიოფო რეკორდი დაამყარა.
მეოთხედფინალის მე-2 მატჩს 26 მაისს ანდორელები უმასპინძლებენ და იმედია, მასში მონაწილეობას ბექა ბურჯანაძეც მიიღებს, რომელმაც გასვლითი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. თუკი ქართველთა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, გადამწყვეტი შეხვედრა 28 მაისს მადრიდში ჩატარდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით