გიორგი შერმადინმა სეზონი "რეალთან" 21 ქულით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინმა სეზონი საკადრისად, მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა.

მისი "ანდორა" ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა მადრიდის "რეალთან" და ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

სერიის გადამწყვეტ, მე-3 მატჩში ანდორელები სტუმრად ბოლომდე ებრძოლნენ "სამეფო კლუბს", დასკვნით მეოთხედში ანგარიშიც გაუთანაბრეს (71:71), თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტ წუთებში ანდორელებს გამარჯვება გამოგლიჯეს და ნახევარფინალში გავიდნენ - 95:84.

შერმადინი ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 31:35 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ
დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მასპინძელთაგან კი მას მექსიკელმა ცენტრმა გუსტავო აიონმა (25) აჯობა – 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

სამწუხაროდ,, ისევ ვერ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს და მისი მიზანი ახლა სანაკრებო შეკრებისთვის მწყობრში ჩადგომაა. 15 ივლისამდე საკმარისი დროა, ბურჯანაძემ ტრავმა მოიშუშოს, ხოლო გიორგი შერმადინმა მომქანცველი და წარმატებული სეზონის შემდეგ - დაისვენოს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომელიმე ევროლიგის კლუბი თუ მიიწვევს მომავალ სეზონში კარგი იქნება
dato
13:43 29-05-2017
0
მიუხედავად შედეგისა,გიორგის მინდა წარმატებული სეზონის ჩატარება მივულოცო და კიდევ უფრო მაღალი სიმაღლეების დაპყრობა ვუსურვო.ეხლა კი ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა სპორტული გვერდის ხელმძღვანელებს. უკვე მერამდენედ ხდება, რომ ქართველი სუმოისტების ასპარეზობის მხოლოდ საწყის ორ მესამედს აშუქებთ და დასკვნითი ნაწილის შესახებ ინფორმაციას არ დებთ. რა ხდება, არ მესმის?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული