გიორგი შერმადინი "უნიკახას" კალათბურთელია და ევროლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი კარიერას ესპანურ "უნიკახაში" გააგრძელებს. 2,17 მ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა მალაგის კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ბოლო ორ სეზონში "ანდორას" ღირსებას იცავდა, რამდენიმე დღის წინ კი "უნიკახამ" კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა. ACB-ის წესების თანახმად, ანდორულ კლუბს ქართველი კალათბურთელისთვის ანალოგიური ან უკეთესი წინადადებით უნდა მიემართა, თუკი მისი შენარჩუნება სურდა. "ანდორას" ვადა 5 ივლისამდე ჰქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მწირი ფინანსური შესაძლებლობის გამო "უნიკახასთან" ჭიდილი ვერ შეძლო.

ამრიგად, გიორგი "უნიკახას" ღირსებას დაიცავს და პირველად 2014 წლის შემდეგ, ევროლიგას
დაუბრუნდება, სადაც ორჯერ გაიმარჯვა - 2009 წელს "პანათინაიკოსთან" ერთად, 2013-ში კი - "ოლიმპიაკოსის" რიგებში.

"უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში კი 1/2-ფინალში "რეალთან" დამარცხდა. გუნდმა საკალათბურთო ევროთასზე გამარჯვება იზეიმა და მომდევნო სეზონში ევროლიგაში ითამაშებს.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში შერმადინის სტატისტიკა "ანდორაში" საშუალოდ 15,7 ქულა და 7,6 მოხსნა იყო. ამასთან, ქართველი ცენტრი ლიგის საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე გიორგი, დიდ წარმატებებს და მომავაში ნბა-ს ბეჭედს გისურვებ, ქართველთათვის გზა უკვე გაჭრილია.
gizog
15:17 06-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული