გიორგი შერმადინი: სამედიცინო შემოწმებას გავივლი და საქართველოში დავბრუნდები

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი, რომელმაც გასული სეზონი "მორაბანკ ანდორაში" გაატარა და ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, ესპანურსავე "უნიკახაში" გადავიდა.

შერმადინმა გასულ სეზონში 3-ჯერ მოიგო თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და ამდენჯერვე გახდა ტურის MVP.

მისით არაერთი ძლიერი გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა ყველას მალაგურმა კლუბმა აჯობა - "უნიკახამ" შერმადინს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ძალაში სამედიცინო შემოწმების შემდეგ შევა.

"მალაგელებთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. 11 ივლისს მივდივარ სამედიცინო შემოწმებაზე, რომელსაც 1 დღეში გავივლი
და საქართველოში დავბრუნდები.

"ანდორას" ძალიან სურდა ჩემი დატოვება, თუმცა "უნიკახამ", რომელიც ევროლიგაში თამაშობს და ზოგადად, გაცილებით შეძლებული გუნდია, ისეთი პირობები შემომთავაზა, რომ "ანდორა" მას ვერ შესწვდა.

მომავალ სეზონში ისევ ესპანეთის ჩემპიონატში ვითამაშებ, ასევე, ევროლიგაშიც მოვსინჯავ ძალებს.

"უნიკახაში" ცენტრის პოზიციაზე სლოვენიელი ალენ ომიჩი და სერბი დეიან მუსლი თამაშობენ. საკმაოდ ძლიერი ბიჭები არიან და ზოგადად, გუნდსაც დიდი ამბიციები ექნება", - განაცხადა გიორგი შერმადინმა.

გასულ სეზონში "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია მადრიდის "რეალთან" 0:3 წააგო, ხოლო ევროლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული