გიორგი შერმადინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და "უნიკახასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა მალაგის "უნიკახაში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ესპანურ კლუბთან ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა, რომელიც ორ სეზონზეა გათვლილი.

2,16 სმ სიმაღლის 28 წლის ცენტრი ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდება, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის სამზადისში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ბოლო ორ სეზონში "ანდორას" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში კი 1/2-ფინალში "რეალთან" წააგო. შერმადინის გუნდი წელს ევროლიგაში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდ წარმატებებს გისურვებ გიორგი. შეგეწიოს უფლის მადლი.
gizog
10:04 14-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული